სამართალი

ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობისთვის ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საკადრო ცვლილებები პროკურატურაში
12:03 25.05
დაკოპირებულია

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე ბრალდებული ო.გ. დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის თებერვლიდან აპრილის ჩათვლით, ო.გ-მ თანამზრახველთან ერთად, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებისა და მისაკუთრების მიზნით, საზღვარგარეთ სამუშაოდ გამგზავრების მსურველი თერთმეტი პირი დაარწმუნეს, თითქოსდა შესაძლებლობა ჰქონდათ, მათ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამუშაო ვიზების მიღებაში დახმარებოდნენ, ხოლო ადგილზე ჩასვლისას სამსახურით უზრუნველყოფდნენ.

„ნდობის მოპოვების მიზნით კი ო.გ.-მ და მისმა თანამზრახველმა დაზარალებულებს განუცხადეს, რომ ო.გ., რომელიც მათ „გიორგის“ სახელით გაეცნო, მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და როგორც სახელმწიფო სპეცსამსახურის თანამშრომელი პირადად იძლეოდა გარანტიას, რომ საზღვარგარეთ გამგზავრების საკითხების მოგვარებას უზრუნველყოფდა. დაზარალებულების ნდობის მოპოვების შემდგომ, 2019 წლის თებერვლიდან აპრილის ჩათვლით, აღნიშნული პირები მოტყუებით დაეუფლნენ დაზარალებულების კუთვნილ დიდი ოდენობით - 12 800.66 ლარს.

სამართალდამცველებმა ო.გ. 2020 წლის 29 იანვარს, ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ო.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა  განუსაზღვრა“, ნათქვამია ინფორმაციაში.

მსოფლიოს მასშტაბთ კორონავირუსი 12 მლნ-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, ივლისი 2020 წ.

მსოფლიოში კოვიდინფიცირების შემთხვევების...

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვმა 12 მლნ-ს გადააჭარბა. აღ...
00:31
საბჭოს მოედანთან, გოგოლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში იატაკი ჩავარდა. ადგილზე სამაშველო სამსახურისა დ...
21:53 08.07
„ცოტა განგაშის ზარია შემოსაკრავი, რადგან თბილისში ძაღლებში გამოჩნდა ცოფის შემთხვევები“, - ამის შესახ...
20:45 08.07
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 21 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. როგორც PIA.GE-Ს შინაგან საქმეთა ს...
20:36 08.07
„შავი ჭირის ყველაზე საშიში სახეობა არის ფილტვის ფორმა, ხოლო რაც დღეს ჩინეთში ფიქსირდება, ეს არის ბუბ...
20:25 08.07
თვითმფრინავის აფრენა თბილისსა და მიუნხენს შორის პირდაპირი ავიამიმო...
„აგვისტოდან ევროპის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს რამდენიმე კომპანია შეასრულებს“, - ამის შესახებ...
ზალკალიანი საზღვრის გახსნაზე: თუ ეპიდემი...
„თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება დამძიმდება, ჩვენ ამ გადაწყვეტილების მძევალი არ გავხ...
ნიკოლოზ მჭედლიშვილი Numbeo-ს რეიტინგზე -...
„მოწინავე სარეიტინგო პლატფორმა Numbeo-მ გამოაქვეყნა კრიმინალისაგან თავისუფალი ქვ...
ავთანდილ ბილანიშვილი შაქარაშვილის საქმეზ...
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო" პოლიციაში გამოკი...