მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქართველმა და ამერიკელმა სამართალდამცველებმა ბათუმში 2 მილიონი დოლარის ღირებულების „ჰეროინი“ ამოიღეს

შსსმ ბათუმში ნარკოტიკი ამოიღო

ქართველი და ამერიკელი სამართალდამცავების ორთვიანი ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, საერთაშორისო ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი გამოვლინდა.

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად ამოღებულია 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" და დაკავებულია ბულგარეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა - დ.მ.-მ და ვ.ც.-მ მსუბუქ ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავის მეშვეობით, სომხეთის რესპუბლიკიდან, საერთაშორისო გადაზიდვის მიზნით საქართველოში უკანონოდ შემოიტანეს 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელსაც ინახავდნენ ქალაქ ბათუმში, სპეციალურად მოწყობილ ადგილზე და აღნიშნული ნარკოტიკების ევროპაში გადაზიდვას აორგანიზებდნენ.

ამოღებული ნარკოტიკების ფასი 2 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აწარმოებს.