მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კრწანისის რაიონში მდებარე ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს

 ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი

კრწანისის რაიონში მდებარე ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ PIA.GE-ს განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

აღნიშნული დანაშაული, სს კანონმდებლობის თანახმად ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

PIA.GE-ს მოპოვებული ინფორმაციით, მემორიალი მცირეწლოვანმა ბავშვებმა ქვით, შემთხვევით, დააზიანეს.