სამართალი

ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისთვის პროკურატურამ 14 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს გენერალური პროკურატურა
11:25 22.05
დაკოპირებულია

საქართველოს პროკურატურამ კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის, ქურდული სამყაროს წევრისთვის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ფაქტზე დაკავებულ 13 პირს და საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდს ბრალდება წარუდგინა, ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სხვადასხვა ფინანსური დავების გადაწყვეტის მიზნით მიმართავდნენ ქურდული სამყაროს წევრებსა და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“.

„აღნიშნული მიმართვების საფუძველზე, ქვეყანაში მყოფი ქურდული სამყაროს წევრები, საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდის“ სატელეფონო ჩართულობით აწყობდნენ „ქურდულ გარჩევებს“ და სხვადასხვა პირს, თავისუფლების უკანონო აღკვეთით, ფიზიკური ძალადობით, ფსიქოლოგიური ზეწოლით, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით სძალავდნენ ფულს და აკისრებდნენ გარკვეული თანხების გადახდას.

სამართალდამცველებმა 13 პირი, 20 მაისს ქ.თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დააკავეს, რომელთაც წარედგინათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის I ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა); 2233-ე მუხლის II ნაწილით (ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა); 2234-ე მუხლის I ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრისთვის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვა); 143-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) და 126-ე მუხლის I ნაწილით (ძალადობა). რაც შეეხება საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 2231 -ე მუხლის I ნაწილით (კანონიერი ქურდობა). 

ბრალდების მხარემ უკვე მიმართა სასამართლოს, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით“, ნათქვამია განცხადებაში.

ავტოიმპორტიორები

38 000 პირს ავტომობილის განბაჟების თანხა...

38 000 ჩვენს მოქალაქეს ჩვენ ავტოსატრანსპორტო საშუალებების განბაჟების თანხა გადავ...
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ოპოზიცია მოქალაქეებს პირდება იმას, რაც თვითონვე იციან...
19:57
„ოპოზიციის მცდელობა, დააკნინონ „ოცნების“ გუნდის მიღწევები, ან უკიდურეს შემთხვევაში მთავრობის ეფექტია...
19:24
სახელმწიფომ ტექნიკის შეძენაში ფერმერების დასახმარებლად 6 მილიონი ლარი გამოყო. რეგისტრაციის გამოცხადე...
19:07
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, კეძოდ ახალსოფელში 1,32 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ახალი გზა დაიგო. სამუშაოე...
18:57
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენობა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას...
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ჯარის კაცების კვებასთან დაკავშრებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაცი...
კობახიძე „ენმ“-ს - თქვენი ხელისუფლებაში...
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით ქვეყნის პრემიერ-მინისტრ...
ნათია თურნავა გორბის კვლევაზე: ეს არის ძ...
“ეს არის ძალიან დიდი ნდობის გამოხატულება ჩვენი პოლიტიკური ძალის მიმართ, როდესაც...
ლაშა დარსალიამ ნორვეგიის საგარეო საქმეთა...
2020 წლის 29 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალი...