მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისის ციხესთან ადვოკატებმა აქცია გამართეს

ადვოკატების აქცია ქუთაისში

ქუთაისელი ადვოკატები #2 პენიტენციალურ დაწესებულებაში შესვლასთან დაკავშირებით გამკაცრებულ ზომებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ სტუმრების ჩხრეკა არაცივილურად, ადამიანის უფლებების დარღვევით მიმდინარეობს.

უფლებადამცველების თქმით, იმისათვის, რომ ადვოკატი ციხეში მის კლიენტს შეხვდეს, ფეხზე უნდა გაიხადოს, ან ე.წ. რენდგენის აპარატით შემოწმდეს.

„ეს არის ადვოკატების პროფესიული შეურაცხყოფა და ღირსების შელახვა. მანამდე ხდებოდა ჩვენი შემოწმება დეტექტორის აპარატით. ახლა კი ან ფეხზე გახდას გვთხოვენ, ან კიდევ დამასხივებელი რენდგენით შემოწმებას, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია“,- აცხადებენ ადვოკატები.

ქუთაისის ციხესთან შეკრებილი ადვოკატების თქმით, თუ ახალი რეგულაციები არ შეიცვლება, ისინი აქციებს სისტემატიურ ხასიათს მისცემენ.