მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქვის სამტეხლოში 33 წლის კაცი დაიღუპა

პოლიცია, შსს, ლენტი

ჩოხატაურში ქვის სამტეხლო საამქროში მუშა გარდაიცვალა. ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა დაუდასტურა.

გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის მამაკაცი სამუშაოს შესრულების დროს დაშავდა, ექიმებმა კი კლინიკა „მედალფაში“ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცემენტის საზელ აპარატში გასაწმენდად ჩავიდა, რა დროსაც აპარატი ჩაირთო და კაცმა მძიმე დაზიანებები მიიღო.

„საქმეზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სახის სამუშაოს წარმოებისას გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს“, - აცხადებენ შსს-ში.