მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ ქვეყნის საზღვარზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა, - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვისა და რისკის პროფილის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად, აქციზური მარკების გარეშე, ჯამში, 2400 ღერი არადეკლარირებული, სიგარეტი გამოავლინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ“, - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.