მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნინუცა მაყაშვილი შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

მსახიობი

მსახიობი ნინუცა მაყაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაცია სააგენტო PIA.GE-ს უწყების პრესსამსახურში დაუდასტურეს.

საქმე ეხება მის მიერ სატელევიზიო გადაცემაში ყოფილ მეუღლის ბესო ზანგურის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.

არსებული ინფორმაციით, მსახიობი გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა გადაცემა „ფარულ კონვერტში“ ბესო ზანგურთან ქორწინების პერიოდი გაიხსენა და განაცხადა, რომ ყოფილი მეუღლე მას სისტემატურად, მათ შორის ორსულობის პერიოდშიც სცემდა.

ამავე თემაზე:

🔴 რუსთაველის თეატრმა, შესაძლოა, ბესო ზანგურს ხელშეკრულება შეუწყვიტოს

🔴 ტოვებს თუ არა რუსთაველის თეატრს რობერტ სტურუა? - რეჟისორი სკანდალში ეხვევა

🔴 ნინუცა მაყაშვილი რობერტ სტურუას პასუხობს