სამართალი

პენიტენციური სამსახური „მთავარ არხზე“ გასულ ინფორმაციას ეხმაურება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ლოგო
19:09 06.08
დაკოპირებულია

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება 2020 წლის 6 აგვისტოს ტელეკომპანია „მთავარის“ საინფორმაციო გამოშვებებში გასულ ყოფილი პატიმრის ანონიმურ ინტერვიუს, სადაც რესპოდენტი საუბრობს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდზე და აცხადებს, რომ სხვა პატიმრების მხრიდან ადგილი ჰქონდა მასზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას, ასევე სექსუალური შევიწროების მცდელობას.

სპეციალური პენიტენციური სამსახური უარყოფს აღნიშნულ ინფორმაციას და დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე და პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა, ისევე როგორც ყოფილი პატიმრის ბრალდება, თითქოს ეს ყველაფერი წახალისებული იყო პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან და მუქარები ყოფილი პატიმრის მიმართ დღესაც გრძელდება.

ინფორმაციისთვის, ტელეკომპანიის რესპოდენტი, რომელიც სავარაუდოდ უნდა იყოს ყოფილი ბრალდებული ლ.ტ., საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით 2020 წლის 14 თებერვალს მოთავსდა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში. მიმდინარე წლის 14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სასჯელის სახით მას დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც ლ.ტ.-მ დატოვა საპატიმრო. ვინაიდან N8 პენიტენციური დაწესებულება არის დახურული ტიპის, დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ბრალდებულს შეხება ჰქონდა მხოლოდ მის თანამესაკნეებთან და არ ჰქონია კონფლიქტი არც თანამესაკნეებთან და არც დაწესებულების თანამშრომლებთან. შესაბამისად, მისი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თითქოს მის მიმართ განხორციელებული იყო ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ზეწოლა, არის სრული სიცრუე“,- აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

ყოველდღიური ვალუტის კურსი, 10 ივლისი 2020 წ.

ლარის ახალი გაცვლითი კურსი ცნობილია

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2295 ლარი გახდა....
მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები წინა დღეებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა. ბოლო მონაც...
23:47 21.09
ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ მისი საქმიდან ჩამოშორება უნდათ. მიხე...
23:24 21.09
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინ...
22:13 21.09
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიო ლიდერებთან ერთად, გაერო-ს დაარსებიდან 75-ე წლისთ...
21:51 21.09
კამერუნელი ჯარისკაცები დააკავეს კამერუნელი ჯარისკაცები ქალებისა და ბავშვების...
კამერუნის 4 ჯარისკაცს 2015 წელს ორი ქალისა და ორი ბავშვის მკვლელობაში მონაწილეობისთვის 10 წლიანი პატ...
21:44 21.09
გიორგი კახიანი: ჩვენი მხარდაჭერა არის 60...
„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი წარმოდგენა იმაზე, თუ როგორი განწყობაა საზოგადოებაში პო...
ზღვისუბნის XI მიკრორაიონში 6 700 კვ.მ ფა...
ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის XI მ.რ. I კვ. N3 კორპუსთან 6 700 კვ.მ ფართობზე ს...
17:57 21.09
პაატა კვიჟინაძე: ბოლო 6-7 თვის განმავლობ...
„ჩვენ ვიმყოფებით ქალაქში, რომელიც ყველას გვიყვარს. ჭიათურა ყოველთვის იყო სიყვარუ...