მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოლიციამ იმერეთში დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

შსს-მ ჰეროინი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოსა და ხარაგაულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1976 წელს დაბადებული რ.ჯ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა რ.ჯ. იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევთან, ავტომანქანით გადაადგილდებოდა. პოლიციამ, დაკავებულის ავტომობილისა და პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო 48 შეკვრად დაფასოებული, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.