მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოლიციამ ორი ნარკორეალიზატორი დააკავა

ბორკილების დადება

პოლიციამ 1996 წელს დაბადებული მ.ბ. და 1997 წელს დაბადებული ი.ბ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობის ფაქტზე დააკავა. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები წარმოადგენდნენ ნარკორეალიზატორთა ორგანიზებულ ჯგუფს და ერთ-ერთი სოციალური აპლიკაციის მეშვეობით, ე.წ. დადების მეთოდით ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 11 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება „ალფა PVP“ ამოიღეს.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში კი ნივთმტკიცებად ამოღებულია ბრალდებულების მიერ შემდგომი გასაღების მიზნით სხვადასხვა ადგილზე განთავსებული, 8 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება „ალფა PVP“.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ" ქვეპუნქტით და 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის " ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.