მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოლიციამ პანკისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

დაკავებული პირი ციხეში

პოლიციამ ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული 1975 წელს დაბადებული ხიზირ გაურგაშვილი დააკავა.

დაკავებულს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით ედება.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 იანვარს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში, ურთიერთშელაპარაკების გამო, თავის თანასოფლელს - 1979 წელს დაბადებულ ი.ქ.-ს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და მიიმალა.

მიღებული ჭრილობების შედეგად, ი.ქ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, რამდენიმედღიანი ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული პანკისის ხეობაში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.