მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროკურატურა: შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების საკნებში ფარული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა

პროკურატურამ ადევნების და მუქარის ფაქტზე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

პროკურატურა 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შაქარაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულების საკნებში ფარული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა, რის შედეგადაც მოპოვებული ვიდეო-აუდიო მასალა, მტკიცებულების სახით ერთვის შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეს.

„საქართველოს პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების საპატიმრო საკნების ვიდეომასალის გავრცელებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბრალდებულების საპატიმრო საკნებში განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებული ვიდეო-აუდიო მასალა, მტკიცებულების სახით ერთვის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეს. ზემოაღნიშნული მასალა, საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, განსაიდუმლოების შემდეგ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ბრალდების მხარემ 2020 წლის 3 სექტემბერს გადასცა მხოლოდ დაცვის მხარეს. აღნიშნული ჩანაწერების წარმომავლობასთან დაკავშირებით ყველა სხვა სახის ინტერპრეტაცია არ შეესაბამება სიმართლეს“,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის გამო ოჯახმა პოლიციას მიმდინარე წლის 19 ივ­ნისს მი­მარ­თა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს.

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 ჯამში პირია დაკავებული.

მათგან 5 პირს ბრალი ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით ედებათ, ხოლო 12 პირს გამოძიება ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.