სამართალი

პროკურატურამ ამბროლაურში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურა
13:07 16.07
დაკოპირებულია

საქართველოს პროკურატურამ, 2020 წლის 04 ივლისს ამბროლაურში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 04 ივლისს, ქ.ამბროლაურში, ო.ს.-მ და დ.ს.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნ.ღ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა სხეულის დაზიანებები მიიღო.

„2020 წლის 16 ივლისს პროკურატურამ ო.ს.-ს და დ.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თეონა თამაზაშვილის დედა

ბაჩალიაშვილის ოჯახი ხვალ აშშ-ის საელჩოსთ...

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი, ხვალ, 4 აგვისტოს აშშ-ის საელჩოსთან აქციას...
გაეროს მულტიდისციპლინური მისიის თვითმფრინავმა მალიში ავარიული დაშვება განახორციელა. ამის შესახებ რუს...
23:56 03.08
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2 ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, 2-ს კი სრული რეაბილიტაცია უტარდება...
21:20 03.08
ქართული იდენტობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბი...
21:12 03.08
დაბა ხარაგაულში ღია ტიპის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საკალათბურთო მოედნის მშენებლობა აქტი...
21:02 03.08
პროექტის დოკუმენტები სოფელ ზვარეში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროე...
„საქართველოს რკინიგზისა“ და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა სოფელ...
20:52 03.08
ადვოკატი: ბაჩალიაშვილის ოჯახის ახლობლის...
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი...
18:30 03.08
ეგვიპტე ილონ მასკს: პირამიდები უცხოპლანე...
მილიარდელი ილონ მასკი ეგვიპტეში მიიწვიეს, რათა საკუთარი თვალით ნახოს, რომ პირამი...
Microsoft-ს Tik Tok-ის შესაძენად 45 დღია...
ტრამპმა ჩინურ Tik Tok-ს 45 დღანი ვადა მისცა, რათა ბიზნესი Microsoft-ს მიყიდოს და...