მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროკურატურაში დავით გარეჯის საკითხზე არქიმანდრიტი კირიონი გამოკითხეს

არქიმანდრიტი კირიონი

პროკურატურაში არქიმანდრიტი კირიონი გამოკითხეს.

როგორც პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, უწყებაში ის დავით გარეჯის მონასტრის საკითხზე დაიბარეს.

„წელიწადია ამ საკითხებზე ვლაპარაკობ. ჩემგან უთქმელი მე მგონი არაფერი დარჩენილა. დახურული თემაა, ძიება მიდის. ვცხოვრობ დავით გარეჯში და საუბარი იყო დავით გარეჯზე“,- აღნიშნა არქიმანდრიტმა.

ინფორმაციისთვის, რამდენიმე წუთის წინ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის მონაკვეთის გადაცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.