მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროკურორი: ექსპერტიზის დასკვნით, ცხედარი თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის

23 წლის გაუჩინარებული გოგო, თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძიების შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს.

პროკურორი დავით გუმბერიძის განცხადებით, დნმ-ის ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ სოფელ მაწევანში ნაპოვნი ცხედარი ნამდვილად თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის. მისივე თქმით, ოჯახი დნმ-ის დასკვნას გაეცნო.

„დნმ-თან დაკავშირებით, ის ეჭვები, რაც ოჯახს ჰქონდა გამოირიცხა. დადგინდა, რომ გარდაცვლილი წარმოადგენს მათ შვილს“, – აღნიშნა დავით გუმბერიძემ.

როგორც პროკურორმა განმარტა, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა უკვე გაიცნო და ამ დასკვნის შესახებ პროკურატურა განმარტებას სავარაუდოდ, ხვალ გააკეთებს.

მისივე თქმით, საქმესთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე ექსპერტიზის დასკვნა დაიდო.

ინფორმაციისთვის, 23 წლის პროგრამისტი მიმდინარე წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.