სამართალი

პროკურორი: გურამ ამირხანაშვილმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელები პირდაპირ ამხილა და მათი იდენტიფიცირება მოახდინა

შაქარაშვილის საქმის
პროკურორი
1611644367
დაკოპირებულია

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის განცხადებით, გურამ ამირხანაშვილმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელები პირდაპირ ამხილა და მათი იდენტიფიცირება მოახდინა.

როგორც დავით ყაზარაშვილმა აღნიშნა, სასამართლო პროცესზე გურამ ამირხანაშვილი დაიკითხა, რომელმაც გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება სრულად დაადასტურა.

„გურამ ამირხანაშვილმა სასამართლოში კიდევ ერთხელ დაადასტურა, მისი, გიორგი შაქარაშვილისა და დანარჩენი პირების მიმართ განხორციელებული ძალადობა, მუქარა და ასევე მის მიმართ განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთა. ასევე მან იმ გარემოებებზე ისაუბრა, რომელიც უშუალოდ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან არის კავშირში“, - აღნიშნა პროკურორმა.

დავით ყაზარაშვილის თქმით, გურამ ამირხანაშვილის ჩვენების მიხედვით, როდესაც ის დაიმალა, გიორგი შაქარაშვილს მისდევდნენ არასრულწლოვანი ზ.ხ., ა.ქ. და ვახტანგ ჩიქოვანი. ასევე, როგორც პროკურორმა აღნიშნა, გურამ ამირხანაშვილმა ისაუბრა იმ გარემოებებზე, როდესაც ამ ადამიანებმა ლანძღვა-გინებით ჩაირბინეს იმ მიმართულებით, სადაც გიორგი შაქარაშვილი გაიქცა.

„ამის შემდეგ, დაახლოებით 7-8 წუთი არ ისმის არაფერი. შემდეგ ბრუნდებიან იგივე პიროვნებები, მოდის ავტომანქანა იმავე ადგილზე, ფერადი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და ამის მერე ამოდის ქვემოდან ნიკოლოზ რევაზიშვილი და არჩილ გაგნიძე. გურამ ამირხანაშვილის ჩვენებით პირდაპირ დადასტურდა ის გარემოება, რომ მკვლელობაში ხუთივე ბრალდებულს აქვს პირდაპირი შემხებლობა და გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა მათ მიერ არის ჩადენილი. კერძოდ, გურამ ამირხანაშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ როდესაც გზაზე წამოვიდნენ, ეს პირები, ანუ ბრალდებულები მანქანაში ეკითხებოდნენ - ისევე კარგად იცოდა გიორგი შაქარაშვილმა ცურვა, როგორც დარბოდა? ყველა ეს კითხვა გურამ ამირხანაშვილმა დაუკავშირა პირდაპირ იმ ფაქტს, რომ ამ პირებმა იცოდნენ, რომ გიორგი შაქარაშვილი იყო წყალში და რაღა თქმა უნდა ის, რომ მათ მიერ იყო გიორგი შაქარაშვილი წყალში გადაგდებული. აქედან გამომდინარე, გურამ ამირხანაშვილმა კიდევ ერთხელ სასამართლოს წინაშე დაადასტურა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტი; პირდაპირ ამხილა და იდენტიფიცირება მოახდინა გიორგი შაქარაშვილის მკვლელების“, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალი 5 პირს ედება, რომელთაგან ორი არასრულწლოვანია.

აქცია მსვლელობა
ფილარმონიიდან

„თავისუფლებისთვის“ - ფილარმონიიდან ოპოზი...

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო. 

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყოფილი მსჯავრდებულის, ზვიად კვარაცხელიას მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

1614330428

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია 26 თებერვლის საპროტესტო აქციას უერთდება და მიაჩნია, რომ განურჩევლად პარტიული ინტერესებისა, ყველა ინდივიდუალური პროტესტის გამოსახატავად უნდა მივიდეს.

1614330247

თბილისის გაზმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალზე ავარია მოხდა. 

1614330159

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დღეს, 26 თებერვალს, თბილისში მიმდინარეობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

1614330007
გირჩის წევრი

„სულით და გულით იდეურად ვუერთდები ამ პროტესტს...

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი ოპოზიციის მიერ დაგეგმილ დღევანდელ აქციას შეუერთდება. 

„მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, დადგეს იქ,...

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მივიდნენ. 

1614324006
თბილისი 175, იმერეთი 37 - კორონავირუსის...

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 337 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 175 შემთხვევა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის...

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 11.5 პროცენტი შეადგინა.