მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროკურორი: საქმეში არსებობს ჩანაწერი, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილი სიცოცხლის ტყეში თვითმკვლელობით დასრულებაზე საუბრობს

ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, საქმეში არსებობს აუდიოჩანაწერი, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილი თვითმკვლელობის შესაძლებლობაზე საუბრობს.

„საქმეში არსებობს ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომლებიც ნამდვილად მძიმე საყურებელი და მოსასმენია. თამარ ბაჩალიაშვილი ნამდვილად საუბრობს სიცოცხლის ტყეში თვითმკვლელობით დასრულებაზე. ზოგადად, ის ვიდეო მასალა, რომელიც იუთუბ არხიდან და მობილური ტელეფონიდან არის მოპოვებული საკმაოდ რთული სანახავია, რადგან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასახავს“, - აღნიშნა ამირან გულუაშვილმა.

პროკურორის განმარტებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მტკიცებულებები, ექსპერტიზის დასკვნები და ვიდეო-აუდიო ჩანაწერები პროკურატურის ვებგვერდზე გასაჯაროვდება და მის ნახვას ნებისმიერი დაინტერესებული პირი შეძლებს.

ამირან გულუაშვილის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ამ ეტაპზე კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ დგას.

ინფორმაციისთვის, 22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს რაიონში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.