მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამდენ წლიანი პატიმრობა ემუქრება მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს?

დაკავებული პირი ციხეში

პოლიციამ წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი დააკავა. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ ორი მუხლით მიმდინარეობს:

სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რაც რამდენიმე პირის მძევლად აყვანას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 9-დან 14 წლამდე.

236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 7 წლამდე.

შესაბამისად, თავდამსხმელს 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ინფორმაციისთვის, თავდამსხმელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში დაახლოებით 17:00 საათზე შეიჭრა. ის სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მან მძევლად ათამდე ადამიანი აიყვანა.

მძევლების ნაწილი თავდამსხმელმა მის დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაათავისუფლა. ამ ეტაპზე ყველა მძევალი გათავისუფლებულია. ისინი თავს კარგად გრძნობენ. მძევლები გამოკითხვაზე არიან გადაყვანილები.

მისი მოთხოვნები იყო: ბანკებში სესხის წლიური მაქსიმალური ზღვარი 7%, მედიკამენტებზე ფასების შემცირება და აზარტული თამაშების გაუქმება.

აგრეთვე იხილეთ: 👇

🛑 მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელი დააკავეს (ვიდეო)

🛑 რა მოთხოვნები აქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს? - (ვიდეო)

🛑 ვინ არის მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელი - ფოტო/ვიდეო