მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამიშვილი: სატელიტის კადრების მიხედვით ბაჩალიაშვილის მანქანა 19 და 20 ივლისს ტყეში არ დგას

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ მან სატელიტიკის კადრები მოიპოვა, სადაც ჩანს, რომ 19 და 20 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა არ დგას იმ ტყეში, სადაც ცხედარი იპოვეს.

რაც შეეხება დანარჩენ დღეებს, რამიშვილის თქმით, 18, 21 და 22 ივლისს ღრუბლიანი ამინდი იყო და შესაბამისად რთულია დადგენა, დგას თუ არა ბაჩალიაშვილის მანქანა ტყეში.

მიხეილ რამიშვილმა ეს განცხადება „ფორმულას“ ეთერში გააკეთა.

ინფორმაციისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი მიმდინარე წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 5-დღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში, გარდაცვლილი იპოვეს.