მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საათნახევარში მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში თავდამსხმელი მძევლების დახოცვით იმუქრება

მძევლების ფოტოებიიი

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ მძევლად აყვანილი მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია „მთავარ არხს“ საინფორმაციო გამოშვებაში ჩაერთო.

როგორც მან ჟურნალისტს თავდამსხმელის კარნახით უთხრა, არავინ დაშავდება, თუ ბანკის შენობაში სპეცრაზმი არ შევა და მათ ნახევარ მილიონ დოლარს ნაღდი ფულის სახით მისცემენ.

„თუ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება, საათნახევარში მძევლების დახოცვას დავიწყებ“, - განაცხადა თავდამსხმელმა პირდაპირ ეთერში.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებულ თავდამსხმელებს 20-მდე მძევალი ჰყავთ აყვანილი. ადგილზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.