მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ესპანეთის ეროვნული პოლიციის წარმომადგენლები ეწვივნენ

კრიმინალისტიკურ დეპარტამენიი

საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ესპანეთის ეროვნული პოლიციის წარმომადგენლები ეწვივნენ. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ესპანეთის ეროვნული პოლიციის სამოქალაქო გვარდიის გენერალური დირექტორი - მარია გამეს გამესი, ესპანეთის პოლიციის ატაშე თურქეთში - ანტონიო დობლასი და სამოქალაქო გვარდიის კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსი - ხოსე ანტონიო მეიადო საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეწვივნენ“, - აღნიშნულია შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტუმრები დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას და განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ, ასევე, დაათვალიერეს: დნმ ლაბორატორია, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფარმპრეპარატების ექსპერტიზის, ბალისტიკური ექსპერტიზის, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის, ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის სხვა და სხვა ლაბორატორიები.