მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ

თავდასხმა საქართველოს ბანკზე

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის დაკავებულ ნიკა წურწუმიას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

ნიკა წურწუმია ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

ინფორმაციისთვის, ავლაბრის მეტროსთან მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში შეიარაღებული პირი 16 აპრილს დაახლოებით, 13 საათისთვის შეიჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელს მძევლად 7 ადამიანი ჰყავდა აყვანილი. პოლიციამ თავდამსხმელი 2-საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავა, მძევლები კი გაათავისუფლა.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელს ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია - ადვოკატი