მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში სომხეთის მოქალაქემ უაქციზო სიგარეტი შემოიტანა

უაქციზო სიგარეტი

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“ სიგარეტისა და თამბაქოს ნაწარმის  კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქე ლ.გ-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის  დათვალიერების შედეგად, ჯამში, 1,400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი და თამბაქოს ნაწარმი 10,000 ღერი აღმოაჩინეს. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“,- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.