მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სასაფლაოებთან დაკავშირებით არსებული რეგულაციების კონტროლი ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მთელი ქვეყნის მასშტაბით სასაფლაოებთან დაკავშირებით არსებული რეგულაციების კონტროლს მეორე დღეა ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 2-3 მაისს სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესს ინტენსიურ რეჟიმში აკონტროლებენ.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლები არსებული რეგულაციების კონტროლს ახორციელებენ როგორც
დედაქალაქში, ისე რეგიონებში არსებულ სასაფლაოებზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების თანახმად, მიმდინარე წლის 2, 3 და 4 მაისს, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა აკრძალულია.

შეზღუდვების დარღვევა ითვალისწინებს სამართალდამრღვევი პირს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფმა ყველა პირმა დაიცვას საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა

🔴 509 ინფიცირება, 1200 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

🔴 321 თბილისი, 68 აჭარა - კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი საქართველოში