მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სასაფლაოზე შესვლის გამო ქუთაისში ერთი პირი დააკავეს

პოლიცია სასაფლაოზე

ქუთაისში, სასაფლაოზე შესვლის გამო სამოქალაქო მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრი ნიკა ნარსია დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, აქტივისტი ნიკა ნარსია მამის საფლავზე იმყოფებოდა.

მომხდარის დეტალებს საინფორმაციო სააგენტო PIA.GE შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 2-დან 4 მაისის ჩათვლით, სასაფლაოებზე შესვლა აკრძალულია. ქვეყნის მასშტაბით, სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და შესასვლელებს პოლიცია აკონტროლებს.