მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის მამა დააკავეს

თამაზ ხომასურიძე

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის მამა თამაზ ხომასურიძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.

შეგახსენებთ, თამაზ ხომასურიძემ რამდენიმე დღის წინ პროკურატურასთან თავის დაწვა სცადა. მან ბენზინი გადაისხა, თუმცა სანთებელა სამართალდამცველებმა წაართვეს.

ინფორმაციისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული. 12 პირს გამოძიება ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.