მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირიდან ბრალს არც ერთი არ აღიარებს

მცხეთის სასამართლოს შენობა

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 სრულწლოვანიდან ბრალს არც ერთი არ აღიარებს.

სასამართლო პროცესზე, რომელიც დღეს, 14 სექტემბერს მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ დუმილის უფლებით სარგებლობენ.

დღეს გამართულ პროცესზე გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 სრულწლოვანი პირი წარსდგება, რომელთა საქმეც პროკურატურამ ცალკე წარმოებად გამოყო.

ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ნიკოლოზ რევაზიშვილმა განაცხადა, რომ მას განცხადების გაკეთება სურდა და ასევე თქვა, რომ ის უდანაშაულოა.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის 19 ივ­ნისს ახალგაზრდა სპორტსმენის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სახებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული.