მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შსს-მ მედიასაშუალებებს ზუგდიდიდან პირდაპირი ეთერის გათიშვა მოსთხოვა

სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში

„პირდაპირ ეთერში ღონისძიების გადაცემა საფრთხეს უქმნის მძევლების უსაფრთხოებას. ამიტომ მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას მოქალაქეებისა და მძევლების უსაფრთხოებისთვის პირდაპირი ეთერი გათიშონ“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახაბერ საბანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულს კანონით გათვალისწინებული წესით უზრუნველყოფს.

მინისტრის განმარტებით, ბანკზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება 179-ე, ყაჩაღობის; 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებისა და 144-ე, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის მუხლებით დაიწყო.

ინფორმაციისთვის, რამდენიმე საათია „საქართველოს ბანკში“ 20-მდე თანამშრომელი და მოქალაქე მძევლად არის აყვანილი. თავდამსხმელები ნახევარ მილიონ დოლარს, მანქანასა და ვერტმფრენს ითხოვენ.

მათ სამართალდამცველებს მოტხოვნების შესასრულებლად 2 საათი მისცეს.