მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შსს-მ ვლადიმერ პოზნერი და 32 მოქალაქე კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმა

ახალი ავტომობილები შსს-ს ავტოპარკს შეემატა Pia.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში მყოფი რუსეთის 32 მოქალაქე, მათ შორის ვლადიმერ პოზნერი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს. 

როგორც PIA.GE-ს შსს-ს განუცხადეს, ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 ადამიანიდან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე ასკ-ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 32 მოქალაქე დააჯარიმეს.

აღნიშნული მუხლი გულისხმობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევას და −იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირისა − 10 000 ლარით.

გვიან ღამითვე დაჯარიმდა სასტუმრო „ვინოტელი“.

ინფორმაციისთვის, რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. როგორც მან აღნიშნა, მან თბილისში ვიზიტი საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად დაგეგმა და მისი საქართველოში ყოფნა არ უკავშირდებოდა პოლიტიკურ მოვლენებს.

იხილეთ აგრეთვე:

✅სამოქალაქო აქტივისტებმა სასტუმრო „რუმსს“ კვერცხები დაუშინეს (ვიდეო)

✅„კუდით ქვა ვასროლინეთ და ისე გავყარეთ ქვეყნიდან!“ - გიგა მაქარაშვილი