მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში ღია სივრცის მოწყობის მიზნით, ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში ღია სივრცის მოწყობის მიზნით, ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში ღია სივრცის მოწყობის მიზნით, ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ პირთა დროებითი განთავსების ცენტრში სასეირნო სივრცე მოეწყო.

შესაბამისად, განთავსებულ პირები შეძლებენ დღის განსაზღვრული მონაკვეთი საკუთარი სურვილისამებრ გაატარონ ღია სივრცეში და დაკავდნენ ფიზიკური აქტივობებით.

სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ცენტრში გაიზარდა სამედიცინო პერსონალის რაოდენობა და დაინერგა 24/7-ზე სამედიცინო მომსახურება.

აღნიშნული ღონისძიებები განხორციელდა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის და საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების გათვალისწინებით.