მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შსს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში FBI-ს ჩართვის მზადყოფნას გამოთქვამს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა

სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნულ პროცესში ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის შესახებ და ამ მიზნით დღეს ოჯახს შეხვედრა შესთავაზა. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-ს უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

„სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნულ პროცესში ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის შესახებ და ამ მიზნით დღეს ოჯახს შეხვედრა შესთავაზა“, - აცხადებენ სამინისტროში.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა აშშ-ის საელჩოსთან აქცია გამართა. მათ საელჩოს წარმომადგენლები შეხვდნენ. ოჯახი გამოძიებაში FBI-ს ჩართვა ითხოვეს.