მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოფელ რუისთან ავარია მოხდა - არის მსხვერპლი

მოპედის ქურდობა თბილისში

ცოტა ხნის წინ, ქარელის მუნიციპალიტეტში სოფელ რუისთან, ქვეითს მანქანა დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ მართვას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე