მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სროლის ხმა რუსთავში

რუსთავის ცენტრი

რუსთავის მე-15 მიკრორაიონში ადგილობრივებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსთავში, მე-4 სკოლის ტერიოტრიაზე 40-მდე არასრულწლოვანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

ადგილობრივების თქმით, სწორედ დაპირისპირების დროს გაიგეს იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის ხმა.

არსებული ინფორმაციით ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. კრიმინალურმა პოლიციამ კი რამდენიმე პირი გამოკითხვაზე გადაიყვანა.