მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ირაკლი შოთაძეს შეხვდება

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძე ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციაზე მოხსენება წარადგინა.

23 წლის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და მათი ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს შეხვდება. ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო PIA.GE - ს ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა დაუდასტურა.

„რატომ მიდის გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიისკენ და სხვა ვერსიებს არც ფიქრობს. ვამბობთ, რომ თვითმკვლეობას ადგილი არ ჰქონია, ეს იყო ორგანიზებულად და გეგმიურად შესრულებული მკვლელობა“,-აცხადებს ადვოკატი.

მთავარ პროკურორთან შეხვედრა დღეს, 6 აგვისტოს, 14:00 სააზე დაიწყება.

ინფორმაციისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა და 5 დღის შემდეგ, 23 ივლისს საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.