მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თავდამსხმელი თავიდან აგრესიული იყო, შემდეგ უფრო კომუნიკაბელური გახდა“ - ირაკლი კვარაცხელია

ირაკლი კვარაცხელია

ირაკლი კვარაცხელია, რომელიც ზუგდიდის „საქართველოს ბანკში“ მძევალი იყო, იხსენებს, რომ თავდამსხმელი თავიდან ძალიან აგრესიული იყო, თუმცა შემდეგ კომუნიკაბელური გახდა.

„თავიდან ძალიან აგრესიული იყო, მაგრამ მძევლებმა მოახერხეს, რომ უფრო მეტად კომუნიკაბელური გახდა“, - აღნიშნა ირაკლი კვარაცხელიამ.

მისი თქმით, ბოლოს სამიდან ორმა მძევალმა თავად გამოთქვეს სურვილი რომ გაჰყოლოდნენ, მესამე თვითონ აარჩია.

„ნიღბის გარეშე არ ყოფილა არცეთი წუთი. ხმას თუ გავიგებ, შეიძლება მივამსგავსო. სამართალდამცავებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა სხვა მძევლის დახმარებით. ტელეფონი ხმამაღლა ჰქონდა ჩართული და ეუვნებოდა, რა პასუხი გაეცა. იყო შემთხვევები, როცა საუბარში თვითონაც ერთვებოდა“, - აღნიშნა ირაკლი კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, შემთხვევა ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ 21 ოქტომბერს მოხდა. თავდამსხმელი ბანკში შეიჭრა და რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა.