მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში ახალგაზრდას ბენზინი მიასხეს და ცეცხლი წაუკიდეს

არ გადაკვეთო 4

თბილისში ახალგაზრდას ურთიერთშელაპარაკების დროს ბენზინი მიასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. ბრალდებული დაკავებულია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კერძოდ, უწყების ცნობით, დაკავებულია 1996 წელს დაბადებული შ.გ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ შ.გ.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, 1996 წელს დაბადებულ ს.შ.-ს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ს.შ. მიღებული სხეულის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ბენზინის ბოთლი ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს“,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.