შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ვ.ე. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საკუთარ არასრულწლოვან შვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა, მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად უსწორდებოდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143 პრიმა-ორი მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ შრომით ექსპლუატაციას გულისხმობს.
დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბოლო პერიოდში ინფექციონისტები კორონავირუსის იშვიათი გართულების - მულტისისტემური ანთებითი სინდრომის შესახებ ხშირად საუბრობენ, რომელიც ბავშვებში გამოვლინდა. დღეის მდგომარეობით საქართველოში ამ გართულებით 60-70 ბავშვი მკურნალობს.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 25-29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ეს არის საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში განხორციელდება.
პირველი ვიცე სპიკერი გია ვოლსკი გამოეხმაურა ბათუმში მომხდარ ინციდენტს.
„ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი თითქოს და ემიჯნება ამ უმსგავსობას, მეორე მხრივ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მმართველობის სისტემა რომელიც ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას არასდროს შეიცვლება.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 25 იანვარს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
„მათი კოვზი ნაცარში ჩასავარდნადაა განწირული იმიტომ რომ ჯარისკაცს მხოლოდ სიმართლის და შესრულებული სიტყვის სჯერა“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით გასულ სიუჟეტს, რომელიც სამხედროებისათვის კვებითი პირობების უზრუნველყოფას ეხებოდა.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 23 იანვარს ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 1991 წელს დაბადებული ი.ფ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დევნის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ძალიან მომგებიანი იქნება პოზიცია თუ ვიტყვი, რომ რასაკვირველია ვემხრობი და ყველაფერი უნდა გავხსნათ. ეს ჩემგან ცალსახად ვერ იქნება, ამას დაკონკრეტება სჭირდება“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ეპიდვითარებასა და ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით განაცხადა.
თუკი დისნეის ძველი მულტფილმები გიყვართ, სავარაუდოდ, რასისტი ხართ. ამგვარ განმარტებას აკეთებს სტრიმინგ სერვისი „დისნეი პლიუსი“, რომელმაც 7 წლამდე ბავშვებისთვის ყველასთვის საყვარელი მულტფილმები - „პიტერ პენი“, „დამბო“ და „არისტოკრატი კატები“ დაბლოკა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Daily Mail აქვეყნებს.