მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში იმყოფება

გომელაური მარნეულში

ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მოადგილესთან ერთად იმყოფება.

მასთან ერთადაა ცენტრალური კრიმინლაური პოლიციის უფროსი მამუკა ჭელიძე. სამხარეოს შენობაში მათ პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა დახვდა. ამ ეტაპზე მედიასთან კომენტარი მაღალჩინოსნებს არ გაუკეთებიათ, თუმცა სავარაუდოდ, საქმე ბანკზე თავდასხმას ეხება.

ინფორმაციისთვის, 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 20-მდე ადამიანი მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანითა და 3 მძევლის თანხლებით დატოვა. მისი კვალი სოფელ კირცხის ტყეში იკარგება.