მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვერავინ დაადასტურებს დაკავებულების ბრალეულობას“ - შაქარაშვილის საქმის განხილვა გრძელდება

გიორგი შაქარაშვილის საქმის დეტალების ქრონოლოგია, 2020 წ.

დღეს, 22 დეკემბერს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის განხილვა ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება.

სასამართლო პროცესზე ბრალდებული 5 პირის პროცესი განიხილება. უფლებადამცველებისთვის უცნობია თუ რომელ მოწმეს წარმოადგენს დღეს ბრალდების მხარე.

როგორც ადვოკატები აცხადებენ, აქამდე დაკითხული მოწმეები ვერ ადასტურებენ დაკავებულთა ბრალეულობას. გამოძიება ბრალდებულებს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის (არჩილ გაგნიძის) ადვოკატი, ბექა ნემსიწვერიძე აცხადებს, ბრალდების მხარე დღეს რამდენიმე მოწმეს წარადგენს, მაგრამ ჯერ მათთვის უცნობია რამდენი პირი იქნება ან ვინ.

„დაკითხულია 50-მდე მოწმე, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ვინც არ უნდა მოიყვანოს ბრალდების მხარემ ისინი ვერანაირ ისეთ ინფორმაციას ვერ მიაწვდიან სასამართლოს, რაც ბრალდების დადასტურებაში დაეხმარება მათ“, - განაცხადა ბექა ნემსიწვერიძემ.

📌 შეგახსენებთ, ფეხბურთელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი მაშველებმა, 21 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, არაგვში იპო­ვეს.

📌 სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა.