ზუგდიდის ცენტრში, დადიანის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. ადგილზე მობილიზებული არიან ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და სპეცრაზმი.
დაკავებულია 1 პირი, „ტყის ძმების“ მეთაურის დათო შენგელიას შვილი. ამ დროისთვის უცნობია, რა ბრალდებით არის ის დაკავებული. ერთ-ერთი ვერსიით, საქმე ნარკოდანაშაულს ეხება.