მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

არ გადაკვეთო 4

ზუგდიდში, ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ადგილზე ორი ნიღბიანი პირი, დანით შეიარაღებული მივიდა და მუქარის შედეგად სალაროდან ნავაჭრი თანხა წაიღო.

როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ადგილზე ტაქსით მივიდნენ, რომლის მძღოლიც ასევე მუქარით დააშინეს.