მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აღდამში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

აფეთქება აღდამში

აღდამში ნაღმის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და ორი დაიჭრა. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ერთი დაჭრილი - სამხედრო მოსამსახურეა.  ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

მომხდართან დაკავშირებით აზერბაიჯანის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. აზერბაიჯანის ხელისუფლება იუწყება, რომ სომხური ძალების მიერ დატოვებული ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დანაღმულია და საბრძოლო მასალების გაუვნებელყოფას სულ მცირე 13 წელი დასჭირდება.

აღდამის რაიონი მთიანი ყარაბაღიდან აღმოსავლეთით მდებარეობს, ეს რაიონი იმ 7 რაიონში შედიოდა, რომელიც სომხეთს 1994 წლიდან ჰქონდა ოკუპირებული. 10 ნოემბრის სამშვიდობო შეთანხმების მიხედვით, აღდამის რაიონი სომხურმა მხარემ აზერბაიჯანს გადასცა.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 მთიანი ყარაბაღის განაღმვას, შესაძლოა, 15 წელი დასჭირდეს

🔆 ყარაბაღში ჟურნალისტი ნაღმზე აფეთქდა