მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალგორში დე ფაქტო ცხინვალის სპეცსამსახურებმა საქართველოს სასარგებლოდ მომუშავე ჯაშუში გამოავლინეს

ახალგორში ჯაშუში

დე ფაქტო ცხინვალის სპეცსამსახურებმა ოკუპირებული ახალგორის რაიონის ტერიტორიაზე საქართველოს სასარგებლოდ მომუშავე ჯაშუში გამოავლინეს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, პირს, რომლის ვინაობა არ საჯაროვდება, საქართველოს სპეცსამსახურებთან მუდმივი კონტაქტი ჰქონდა. კერძოდ, ის საზღვარზე არსებულ მდგომარეობაზე და ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სასაზღვრო სამსახურების მუშაობის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა და ქართულ მხარეს გადასცემდა.

ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვინაიდან ქართული მხარისთვის გადაცემული ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებას არ წარმოადგენდა და მან ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებას ზიანი არ მიაყენა, აღნიშნულ პირს გაფრთხილება გამოუცხადეს და განუმარტეს, რომ ის ჯაშუშობის მუხლით შეიძლება იყოს გასამართლებული, რისთვისაც 12-დან 20 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.