მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალიევი: აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში სამხედრო ოპერაციას გააგრძელებს

ილჰამ ალიევის განცხადება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება. ამის შესახებ სააგენტო Reuters იუწყება.

როგორც ალიევმა Haber Turk-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალთა მობილიზაციისთვის გამოიყენა და ის სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას არც აპირებდა. „სომხეთი ინანებს იმას, რომ სამშვიდობო პროცესს არ დათანხმდა“ - განაცხადა ალიევმა.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ამ ხნის განმავლობაში 500-ზე მეტი ჯარისკაცი და ოფიცერი დაიღუპა. აზერბაიჯანული მხარის დანაკარგების შესახებ უცნობია.

10 ოქტომბერს მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის მიუხედავად, კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა.