მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალიევი: თუ სომხეთი ჩვენს მიწებს დატოვებს, საბრძოლო მოქმედებებს შევაჩერებთ

ილჰამ ალიევი ყარაბაღზე

იმ შემთხვევაში, თუ სომხეთი ჩვენი დასახლებული პუნქტების დაბომბვას შეაჩერებს, ჩვენი მიწებიდან შეიარაღებული ძალების გაყვანის კონკრეტულ ვალდებულებას წარმოადგენს, მზად ვართ საბრძოლო მოქმედებები შევაჩეროთ. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. ინფორმაციას Report.az აქვეყნებს.

„ამ შემთხვევაში კონფლიქტის სამხედრო ნაწილი დასრულდება და მისი პოლიტიკური მოგვარება დაიწყება. ვფიქრობ, სომხეთი მიხვდება, რომ დამარცხდა და ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს“ - განაცხადა ალიევმა.

ამასთანავე, ილჰამ ალიევი ამბობს, რომ ამ ეტაპზე სომხეთი საპირისპირო რამეს აკეთებს. ის რუსეთს მიმართავს და მისგან დახმარებას ითხოვს. „რუსეთი ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა და ამ საკითხში ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოს. ამას ეუთოს მანდატიც მოითხოვს" - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. მისი თქმით, სომხეთზე ზეწოლა უნდა განხორციელდეს, რომ მან საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. შეიარაღებული დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.