მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალიევის თქმით, აზერბაიჯანულმა არმიამ კიდევ 8 სოფელი დაიკავა

ალიევმა სამხედრო წამრმატებებზე ისაუბრა

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ 8 სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ „ტვიტერში“ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაწერა. მისი თქმით, შეიარაღებულმა ძალებმა ფიზულის რაიონის სოფლები გარადაღლი, ხათუნბულაგი, ღარაყოლუ და ჰოჯავენდის რაიონის სოფლები ბულუთანი, მალიკჯანლი, ქემართუკი, თეკე და თაგასერი დაიკავეს.

„გაუმარჯოს აზერბაიჯანის არმიას. ყარაბაღი აზერბაიჯანია!“ - დაწერა ალიევმა.

მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ამ ხნის განმავლობაში 500-ზე მეტი ჯარისკაცი და ოფიცერი დაიღუპა. აზერბაიჯანული მხარის დანაკარგების შესახებ უცნობია.

10 ოქტომბერს მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის მიუხედავად, კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა.