მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აფხაზეთი საქართველოა" - ამ პოსტისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში 19 წლის გოგო ე.წ შსს-ში დაიბარეს

აფხაზეთი საქართველოა

ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრმა ალიონა ტანიამ TikTok-ში ვიდეო გამოაქვეყნა წარწერით „აფხაზეთი საქართველოა“. ამის გამო ის ე.წ. შსს-ში დაიბარეს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 

ამის შემდეგ გოგომ ბოდიში მოიხადა. „მე დავწერე, რომ აფხაზეთი საქართველოა. მე ეს მთხოვეს, ბოდიშს ვიხდი“ - განაცხადა მან.

ასევე, ბოდიში ალიონა ტანიას მამამაც მოიხადა და განაცხადა, რომ „ეს არასწორია“ და მან „მთელი ომი გაიარა“.