მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აპლია: აფხაზეთის კათოლიკოს-პატრიარქის წოდება უნდა აღვადგინოთ

ბესარიონ აპლია ეკლესიის სტატუსზე

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეპარქიის წინამძღვრის ბესარიონ აპლიას ინფორმაციით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთის ავტონომიური ეკლესიის შექმნაში დაეხმარება. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

მისი თქმით, აფხაზეთის ეკლესიას მოსკოვის საპატრიარქო მხარს დაუჭერს. „ჩვენ აფხაზეთის კათოლიკოს-პატრიარქის წოდება უნდა აღვადგინოთ, თუმცა ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და რთული იქნება“ - განაცხადა აპლიამ.

რამდენიმე დღის წინ აპლიამ განაცხადა, რომ აფხაზეთის ტაძრებში მღვდელმსახურება წყდება , ვიდრე აფხაზეთის ეკლესიის სტატუსი არ გაირკვევა. მაშინ აპლიამ განაცხადა, რომ აფხაზეთის ეკლესია არ შეიძლება ქართული ეკლესიის ნაწილი იყოს“.

აპლიას ამ განცხადებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ბესარიონ აპლია ამ თანამდებობაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს კურთხევით დაინიშნა. შესაბამისად აპლიაც ქართული ეკლესიის მღვდელია.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 აფხაზური ეკლესია ქართული ეკლესიის ნაწილი არ უნდა იყოს - აპლია

🔅 ბჟანია: ხალხს ჰგონია, რომ ჩვენ მაინინგის პრობლემას ვერ ვაგვარებთ