მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ასლან ბჟანია სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა

ბჟანია, აფხაზეთი, ინაუგურაცია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას sputnik-abkhazia ავრცელებს.

ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბჟანია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მთავრობის წევრებთან მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს.

ბჟანიას პრესსამსახურში მოსკოვში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

ინფორმაციისთვის, მას შემდეგ რაც ბჟანია ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი გახდა ეს მისთვის რიგით მეოთხე ვიზიტია.